ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონია
პოლონეთის ქალაქ პოზნანში გამართულ
მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ ოქროს მედალი
მოიპოვა. მან 200 მეტრიანი დისტანცია 39.191 წამში დაფარა. მეორე
ადგილი ყაზახმა ტიმურ ხაიდაროვმა დაიკავა, მესამე ადგილის მფლობელი კი
ბელარუსი არსტენ კოზირია.
შარშან ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონი გახდა. მანამდე, ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე სპორტსმენმა მეხუთე ადგილი დაიკავა.
შარშან ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონი გახდა. მანამდე, ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე სპორტსმენმა მეხუთე ადგილი დაიკავა.