სპორტი
მესტიელი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
მესტიელი მოკრივე ლაშა გურგულიანი მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მფლობელი გახდა. 28 წლის ქართველმა მოკრივემ ეგვიპტეში გამართულ შეჯიბრში ბერძენი სპორტსმენი, ანდრეას ვალავანისი დაამარცხა.

"მიხარია, რომ ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს დაემთხვა და მინდა ჩემი გამარჯვება საქართველოს, ქართველ ხალსა და ქართული კრივის ქომაგებს მივუძღვნა", - განაცხადა აწ უკვე მსოფლიოს ჩემპიონმა ლაშა გურგულიანმა.

მესტიელი მოკრივე უფრო ადრე საქართველოს ჩემპიონიც გახდა.