სპორტი
მორაგბე ზუგდიდელი გოგონები საშინაო შეხვედრებს ვერ მართავენ
FaceBook Twitter
E-mail Print
სამი წლის წინ ზუგდიდში შექმნილ რაგბის გოგონათა კლუბს ამ დრომდე საშინაო შეხვედრები არცერთხელ არ გაუმართავს. მიზეზი გაუმართავი ინფრასტრუქტურაა. ისინი მხოლოდ გასვლით თამაშებს ატარებენ ტურნირის ფარგლებში. საშხაპეების, გასახდელების დეფიციტი, წვიმის დროს მოედანზე წყალი - ეს ის პრობლემებია, რაც სპორტსმენებს აფერხებთ, მოწინააღმდეგეები შინ მიიღონ. კლუბს დაფინანსება არ აქვს. ერთადერთი, რაგბის ფედერაცია გასვლითი მატჩების დროს ტრანსპორტირების და კვების ხარჯებს უნაზღაურებს.

შარშან, ივნისის თვეში პრემიერ-მინისტრთან ბოტანიკურ ბაღში გამართულ შეხვედრაზე მორაგბე გოგონებმა მამუკა ბახტაძეს კლუბში არსებული საჭიროებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. უთხრეს ისიც, რომ რეგიონის მასშტაბით გუნდებს ვერ მასპინძლობდენ. მაშინ მთავრობის მეთაურისგან მიიღეს დაპირება, თხოვნას ყურად იღებდნენ და სპორტსმენებისთვის კარგი პირობების შექმნას უზრუნველყოფდნენ. თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

რაგბისტ გოგონათა მწვრთნელმა ვახტანგ კორკელიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ერთადერთი, ზუგდიდის მერიამ 5 ათასი ლარი გამოუყო სამი საშხაპეს მოსაწყობად. ამ თანხით ფორმების შეძენაც იგეგმება.

გოგონები ონარიის სტადიონზე ვარჯიშობენ, ისევე როგორც ბიჭები, თუმცა ამბობს, რომ მათთვის აქ თამაში შედარებით მარტივია და არც სხვა გამოსავალი აქვთ, საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში საშინაო მატჩების გამართვა უწევთ.

"მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეგვიძლია უკვე ვითამაშოთ და გოგონების გუნდები მივიღოთ. უბრალოდ, მათ იმის საშუალება ექნებათ, რომ ვარჯიშის შემდეგ დაიბანონ, მეტი არაფერი. აქ წვიმიან ამინდში საშინელებაა", - განმარტა მან.

ვახტანგ კორკელიას თქმით, გოგო მორაგბეები ჩემპიონატის მსგავს, შვიდქალა ტურნირში მონაწილეობენ, რომელიც ზუგდიდში არა, მაგრამ სხვა ქალაქებში ტარდება. ამბობს, რომ ეროვნული ნაკრების გარდა, თითქმის ყველა გუნდს უგებენ, რაც სპორტსმენთა პერსპექტიულობაზეც მეტყველებს.

მწვრთნელი ამბობს, რომ გოგონებს სურთ რაგბს მეტი პოპულარიზაცია გაუწიონ მშობლიურ მუნიციპალიტეტში, თუმცა ამ ყველაფერს საჭირო ინფრასტრუქტურის არქონა აფერხებს.

"ქვეყნის მასშტაბით მოქმედი გოგონათა ათი გუნდი რომ ჩამოვა, მინიმუმ ოთხი გასახდელი უნდა იყოს. დაიბანონ. სამ საშხაპეს ვაკეთებთ და 40-50 გოგო რომ იქნება, რამდენი ხანი მოუწევთ ლოდინი? გასახდელი დღეს ორია. სანამ დავიწყებდით მუშაობას, აქ ფეხბურთის სტადიონი იყო და იმდროინდელია. ეს გასახდელი 11 კაცზეა გათვლილი", - გვითხრა ვახტანგ კორკელიამ.

ზუგდიდელი მორაგბეებიდან სამი ეროვნული ნაკრების წევრია, ორი კი თვრამეტწლამდელთა შორის. სულ ადგილობრივ გუნდს რვა მორაგბე გოგო ჰყავს.

ზუგდიდის მერიაში გვითხრეს, რომ ისინი ცოტა ხნის წინ გუნდს 5 ათასი ლარით დაეხმარნენ:

"წარმატებულები არიან და მომავალშიც მუნიციპალიტეტი ხელს შეუწყობს შესაძლებლობის ფარგლებში. სხვა კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს. ამ ეტაპზე სხვას კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით".

მათივე თქმით, მოედნის საფარის მოწესრგებაც იგეგმება, თუმცა როდის, ვადებს მერიაში ჯერ ვერ აკონკრეტებენ.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში "ლაივპრესს" უთხრეს, ყველაფერზე, რაზეც მორაგბე გოგონები და მათი მწვრთნელი საუბრობენ, მუნიციპალიტეტის მოსაგვარებელია. მათი თქმით, 5 ათასი ლარი, რაც გამოუყვეს გუნდს, საშხაპეების მოწყობას ყოფნის, შემდგომი ეტაპი კი მოედნის საფარის მოწესრიგება იქნება.

"რაც შეეხება ეკიპირების ნაწილს, აქ სამინისტროც მიიღებს მონაწილეობას. გადავცემთ ფორმას და ბურთებს, სავარჯიშო გადასაცმელებს. ეს უახლოესი კვირების ამბავია", - განმარტეს სამინისტროში.

რაგბის კლუბ "ზუგდიდს" საფუძველი 2013 წელს ჩამოყალიბდა. მას საფუძველი დარჩელის სკოლიდან ჩაეყარა, სადაც ამ სპორტის სახეობაში მოსწავლეებს ავარჯიშებენ. გოგონათა გუნდი უფრო მოგვიანებით შეიქმნა. დარჩელელ მოსწავლეებს "ლაივპრესი" 2016 წელს ესტუმრა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან
ზუგდიდში,
09:33 / 22.10.2021
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან ზუგდიდში,
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს
ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
12:28 / 29.08.2021
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი
11:46 / 04.08.2021
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი "ფენიქსი" საქართველოს
მორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ
სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის
არარსებული
19:31 / 29.07.2021
ორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის არარსებული
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.