სპორტი
„ზუგდიდი“ ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა
"ზუგდიდმა" თბილისის "მერანთან" გასვლით შეხვედრაში წააგო. შეხვედრა მინიმალური ანგარიშით, 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი მასპინძლებმა პირველი ტაიმის ბოლოს გაიტანეს.

კლუბ "ზუგდიდის" ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზედიზედ წაგებული შეხვედრების შემდეგ, გუნდი თბილისში გადახალისებული შემადგენლობით ჩავიდა, თუმცა გამარჯვება მათ ვერც ამჯერად მოახერხეს. ეს გუნდისთვის ზედიზედ მეექვსე წაგებაა.

"ზუგდიდი" ეროვნული ლიგა 2-ის ათ გუნდიან ჩემპიონატში ოთხი ქულით მეცხრე ადგილზეა. გურიასაც ამდენივე ქულა აქვს და ბოლო პოზიციაზე იმყოფება. "კოლხეთი 1913" კი მერვე ადგილს იკავებს 9 ქულით.