სპორტი
მსოფლიო რბოლამდე ალექსანდრე გეგეჭკორი თბილისიდან ზუგდიდში ველოსიპედით ჩამოვიდა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
39 წლის ალექსანდრე გეგეჭკორი თბილისიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მშობლიურ სოფელ ურთაში ველოსიპედით ჩავიდა. მან შემოვლითი გზებით იარა რათა 400 კილომეტრი გაევლო. მანძილი 25 საათში დაფარა.

ალექსანდრე გეგეჭკორი პირველი ქართველია, რომელიც მსოფლიოში ცნობილ ველორბოლაში, პარიზი-ბრესტი-პარიზი მიიღებს მონაწილეობას. სწორედ ამ შეჯიბრისთვის ემზადება მოყვარული სპორტსმენი და უწევს ველორბოლის ორგანიზატორების მითითებით საკვალიფიკაციო ეტაპების გავლა. 400 კილომეტრი მას 27 საათში უნდა დაეფარა, თუმცა დავალების შესრულებას 2 საათით ნაკლები დრო მოანდომა.

მორიგი საკვალიფიკაციო ეტაპი 600 კილომეტრის გავლაა. ალექსანდრე გეგეჭკორი ამისთვის მზად არის და დარწმუნებულია, რომ აგვისტოში, საფრანგეთში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 7 ათასი ველომრბოლელის გვერდით იასპარეზებს.

თბილისიდან ველოსიპედით ჩამოსულ ალექსანდრე გეგეჭკორს ზუგდიდის სოფელ კორცხელში შევხვდით. მან სტარტი დედაქალაქში 28 მაისს, 9:00 საათზე აიღო და კორცხელში მეორე დღეს 8 საათზე იმყოფებოდა. როგორც თავად ამბობს, ძირითადად სულ მოძრაობაში იყო და მხოლოდ რამდენჯერმე შეისვენა 20 წუთით.

მოყვარული სპორტსმენის კვების რაციონი მოგზაურობისას განსხვავებულია. მან 25 საათის განმავლობაში 7 ლიტრი წყალი დალია და ძირითადად მსუყე შოკოლადით იკვებებოდა. ამბობს, რომ ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს ცომეული და სხვა რთულად მოსანელებელი საკვები მიზანშეწონილი არ არის. ტკბილეულთან ერთად მიირთმევს ბანანს და ვაშლს.

ალექსანდრე გეგეჭკორის თქმით, ველოსიპედით მოგზაურობას განსაკუთრებული ხიბლი აქვს:

„ძალიან დიდი ემოციაა. ყოველ ჯერზე ახალ რაღაცეებს ხედავ. ყველაზე სასიხარულო კი ის არის, თუ როგორ ხვდება ამ ყველაფერს ხალხი. ყველას დიდი სიხარული აქვს და ყველა ცდილობს მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს. ხან ხილს მთავაზობენ და ხან რას. მაგრამ ყველას უცხოელი ვგონივარ და როცა იგებენ, რომ ქართველი ვარ შემდეგ ემოცია ორჯერ უფრო მეტია“, - ამბობს აექსანდრე გეგეჭკორი.

პროფესიით იურისტი და ეკონომისტი, ველოსიპედით 5 წლის წინ, ექიმის რჩევით დაინტერესდა. ცოტახანში კი სპორტის ამ სახეობამ გაიტაცა. ალექსანდრე გეგეჭკორი თბილისიდან მშობლიურ სოფელ ურთაში მანამდე ველოსიპედით 4-ჯერ ჩავიდა.

სწორედ საქართველოს კუთხეებში ველოსიპედით წარმატებული მოგზაურობის შემდეგ გაუჩნდა იდეა, საერთაშორისო ტურნირების შესახებ ინფორმაცია მოეძიებინა. ასე მიაკვლია მან საფრანგეთის ცნობილი რბოლის ორგანიზატორებს და მარათონის მონაწილეთა სიაშიც მოხვდა. ალექსანდრე გეგეჭკორმა რამდენიმე საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით გაიარა, რისთვისაც საფრანგეთმა მედალიც გამოუგზავნა.

წელს პარიზი-ბრესტის ველორბოლაში მონაწილეობის სურვილი 100 ათასმა მოყვარულმა გამოთქვა, თუმცა მხოლოდ 7 ათასი შეირჩა.

საკვალიფიკაციო გამოცდები ელექტრონულად ტარდება და საფრანგეთიდან აკონტროლებენ ორგანიზატორები. ტელეფონის პროგრამაში ველომრბოლელი უთითებს მანძილს და გასვლის დროს. ფიქსირდება ასევე შესვენების პერიოდი. პარიზი-ბრესტი-პარიზი მსოფლიოში ცნობილი მარათონია, რომელიც 1891 წლიდან ტარდება. მის მონაწილეებს მოუწევთ პარიზიდან ქალაქ ბრესტამდე ჩასვლა და ისევ უკან დაბრუნება.

წელს მარათონი 18-22 აგვისტოს გაიმართება. გამარჯვებულად ითვლება ყველა ის მონაწილე, რომელიც 1200 კილომეტრს 85-90 საათში დაფარავს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
თურქეთის ქალაქ ენეზში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წალენჯიხელმა
მოჭადრაკემ
10:28 / 16.09.2019
თურქეთის ქალაქ ენეზში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წალენჯიხელმა მოჭადრაკემ
ხობელმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო
17:17 / 15.09.2019
ხობელმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო
ფინურ ქალაქ ვანტააში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში
ახალგაზრდებს შორის,
09:56 / 14.09.2019
ფინურ ქალაქ ვანტააში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ახალგაზრდებს შორის,
ზუგდიდის საჭადრაკო სკოლა
10:50 / 09.09.2019
ზუგდიდის საჭადრაკო სკოლა "ნონას" მოსწავლე ნიკოლოზ შამათავამ ვერცხლის
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად
ფოტო
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი დაზიანებულია,
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.