სპორტი
ზუგდიდელმა მოჭადრაკეებმა მუმბაელ ახალგაზრდებს სძლიეს
ზუგდიდის "სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის" საჭადრაკო სკოლა "ნონას" მოსწავლეებმა მესამე ონლაინ შეხვედრა გამართეს ინდოეთის ქალაქ მუმბაის საჭადრაკო სკოლასთან. ამჯერად გუნდები სხვადასხვა ასაკის 12 - 12 მონაწილით იყვნენ დაკომპლექტებული და სწრაფი ჭადრაკის ფორმატით ორ ტური შედგა ფერთა მონაცვლეობით.

ჭადრაკის განყოფილების მიერ "ლაივპრესისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზუგდიდელმა მოჭადრაკეებმა ორივე ტურში დაამარცხეს მოწინააღმდეგეები.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ თვალი ედევნებინათ შეხვედრისთვის პირდაპირი ვიდეო ტრანსლაციის მეშვეობით.

მატჩის დასრულების შემდეგ "ნონას" მოსწავლეებს სერთიფიკატები გადასცეს.

მათ ინდოეთის ქალაქ მუმბაის "ინდური საჭადრაკო სკოლის" მოჭადრაკეები შარშანაც დაამარცხეს.