სპორტი
ზუგდიდიდან დაიწყო ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონატი [ვიდეო]
ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატის პირველი თამაში ზუგდიდში გაიმართა. ზუგდიდის კლუბ „ოდიშმა“ დღეს ბათუმის "ბათუმთან" ითამაშა და ანგარიშით: 2:2 დაასრულა.

მორიგ თამაშს ზუგდიდელი ფეხბურთელები 29 ივნისს თბილისის „თბილისთან“ გამართავენ.

"ამ ბიჭების თამაში საუკეთესო სტიმულია მათთვის, ვინც მომავლის რწმენა დაკარგა და სახლში გამოიკეტა", - გვითხრა კლუბის დამფუძნებელმა რუსლან საჯაიამ.

ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი 2014 წელს დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰანგის“ ბაზაზე. კლუბი ამავე წელს, საქართველოს ჩემპიონი გახდა.