სპორტი
ზუგდიდელმა კარატისტებმა საერთაშორისო ტურნირზე 13 მედალი მოიპოვეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის კარატეს ნაკრებმა, ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - "ოუფენ ბათუმი", 13 მედალი მოიპოვა. მათ შორის შვიდი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს სინჯის.

ჩემპიონები გახდნენ ლუკა და უტა ფონიავები, ილია ქანთარია, ნიკა ქობალია, ნიკო კონჯარია, ილია გაბრავა და სალომე ღუბელაძე.

ვერცხლის მედლის მფლობელები არიან გიგი ალანია, შეთი დარასელია, ნიკა წულაია და სალომე კაკუტია.

ბრინჯაო მოიპოვეს ლევან დადეშქელიანმა და ნინი დარასელიამ.

შეჯიბრში საქართვლოს გარდა რუსი, ბელორუსი, უკრაინელი, ჩეხი, პოლონელი, ახერბაიჯანელი და სომეხი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.