„ზუგდიდს“ სამი ახალი ფეხბურთელი ჰყავს
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს" სამი ახალწვეული ჰყავს. კლუბის
ადმინისტრაციის ინფორმაციით,
მოსამზადებელ პერიოდში გუნდს დაეხმარება გურამ მინდორაშვილი, რომელიც
მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს. ის მანამდე "რუსთავის",
"სიონსა" და "ცხინვალში" თამაშობდა.

მეორე, თავდამსხმელი ნიკოლოზ ხაჩიძეა. ის მანამდე "თელავის" ფეხბურთელი იყო. მანამდე "სამტრედიაში" თამაშობდა.
კიდევ ერთი სპორტსმენი, რომელიც "ზუგდიდში" ითამაშებს, შემტევი ნახევარმცველი კარლო ჯიქიძეა. ისიც "სამტრედიას" ფეხბურთელი იყო. მას უთამაშია "ზესტაფონსა" და "გურიაში".
ზუგდიდმა ფეხბურთელები რამდენიმე დღის წინაც დაიმატა.