„ზუგდიდის“ და ერევნის „ნოას“ შეხვედრა ფრედ დასრულდა
"ზუგდიდმა" ტესტ-მატჩი გამართა სომხურ კლუბთან, ერევნის "ნოასთან".
თბილისში შემდგარი
დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. თამაშის 29-ე წუთზე მეტოქის კარის
მიმართულებით დანიშნული ჯარიმა ლუკა გუგუჩიამ გაიტანა. პირველი
ნახევარი ადგილობრივი კლუბის გამარჯვებით დასრულდა.
სტუმრებმა მეორე ნახევარში საპასუხო გოლის გატანა შეძლეს.
მორიგ საკონტროლო შეხვედრაში "ზუგდიდელები" წალენჯიხის "სქურს" და თბილისის "მერანს" დაუპირისპირდებიან.
ეროვნულ ლიგაში ერთვიანი შესვენებაა გამოცხადებული, რა დროსაც გუნდები ტესტ მატჩებს მართავენ. უკვე 4 აგვისტოს მესამე წრის პირველ ოფიციალურ თამაშში "ზუგდიდი" სამტრედიას შეხვდება.