ფოთის „კოლხეთი“ შესაძლოა დაიშალოს
ფოთის "კოლხეთმა 1913" ვერ შეძლო დათქმულ ვადაში ხუთი ყოფილი
ფეხბურთელის მიმართ
სახელფასო დავალიანების - 45 ათასი ლარამდე თანხის გასტუმრება.
ამიტომ, კლუბს, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში თამაშობს, სანქციის სახით
ექვს ქულას ჩამოაკლებენ. პარარელურად, "კოლხეთს" დავალიანების
ანაზღაურება სპორტსმენებისთვის ერთი თვის ვადაში, 15 აგვისტოსთვის
მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც კლუბის მედიაოფიცერმა გია
ეჯიბიამ "ლაივპრესს" უთხრა, გუნდი დაიშლება.
მისივე განმარტებით, პროცესში ქალაქის ხელმძღვანელობა ჩაერთო, მოსალოდნელი ცუდი შედეგის თავიდან ასარიდებლად. კლუბის ადმინისტრაცია, ფეხბურთელები გუშინ, 17 ივლისსაც შეხვდნენ მერს და ვიცე მერს, წარმომადგენელს რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან და მათგან დავალიანების დაფარვაში დახმარების პირობა მიიღეს.
გია ეჯიბიამ გვითხრა, რომ ამას გარდა, მომავალში გასასტუმრებელია "კოლხეთის" კიდევ 13 ფეხბურთელი, რომლებმაც საჩივრები ახლახანს დაწერეს. რამდენია მათთვის ასანაზღაურებელი თანხა, კლუბში ვერ აკონკრეტებენ. საუბარი ჯამში 18 სპორტსმენს შეეხება. მათ, მედიაოფიცერის თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ხელფასის მხოლოდ ნაწილი მიიღეს, დღეს კი სრულად მოითხოვენ.
გუნდის გულშემატკივრებმა საპროტესტო აქცია ფოთის მერიასთან 15 ივლისს გამართეს. ისინი ხელისუფლებას "კოლხეთის" გადასარჩენად დახმარებას სთხოვენ.
ფოთის "კოლხეთს" 17 ქულა აქვს და ათგუნდიან ჩემპიონატში მერვე ადგილზეა. თუმცა ფეხბურთის ფედერაციასთან არსებული სპორტულ-ტექნიკური კომისიის გადაწყვეტილებით, ექვსი ქულა მოაკლდება და 11 ქულა ექნება. მაგრამ, კვლავ მესამე პოზიციაზე იქნება.
კლუბში დავალიანების დაგროვების მიზეზად გუნდის ხელმძღვანელობის და სპოსნორების არასწორ მენეჯმენტს ასახელებენ.
"ლაივპრესი" მერიიდან კომენტარს ელოდება.