სპორტი
ფოთელი ნიჩბოსნები ევროპაში ასპარეზობისთვის ემზადებიან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
24 წლის ფოთელი თამარ მიქაძე პროფესიონალი ნიჩბოსანია. სპორტის ამ სახეობით 2016 წელს დაინტერესდა და მას შემდეგ დროის დიდ ნაწილს ნავში ატარებს. საკუთარ გამოცდილებას უკვე მოზარდებს უზიარებს და მომავალ სპორტსმენებს აკადემიურ ნიჩბოსნობაში წვრთნის.

ყველაფერი კი 4 წლის წინ, ახლადდაფუძნებულ სპორტულ კლუბ „მალთაყვაში“ სტუმრობით დაიწყო.

ახლა მისი და კლუბის აღსაზრდელების მთავარი მიზანი რაც შეიძლება მეტ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება და გამარჯვებაა.

ამჟამად „მალთაყვის“ 14-15 წლის ნიჩბოსნები ბერლინში წასასვლელად ემზადებიან. მანამდე, ნიჩბოსანთა ფედერაციის უფროსი ასაკის სპორტსმენები იმყოფებოდნენ სლოვენიაში, სადაც ერთადგილიანი ნავით შეჯიბრში პირველი ადგილი მოიპოვეს.

სპორტული კლუბი „მალთაყვა" 4 წლის წინ საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ალანიამ დააფუძნა. კლუბი მოზარდებს უფასოდ ემსახურება.

"მალთაყვას" მიზანი ნიჩბოსნობის განვითარება და სპორტის ამ სახეობით მოზარდების დაინტერესებაა. ამჟამად კლუბში 15 მოსწავლე ირიცხება. გარდა ნიჩბოსნობისა, ახალგაზრდებს სხეულის გაჯანსაღების მიზნით შეუძლიათ ისარგებლონ ბაზაზე არსებული სპორტული დარბაზით და განტვირთვისთვის გაისეირნონ ცხენებით.

საქართველოს ნიჩბოსანთა ფედერაცია წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 50 000 ლარით დააფინანსა. საიდანაც მიღებული წილი კლუბისთვის საკმარისი არ არის, ამიტომ "მალთაყვას" შენახვა და მოზარდების მომსახურება დამფუძნებელს საკუთარი ხარჯებით უწევს.

„ბოლო 5 წელია ნიჩბოსნობა ვითარდება, მივდივართ წინ. ჩამოყალიბდა ახალი სკოლები, კლუბები. სხვა ქალაქებიც ჩაერთნენ, სადაც არ იყო ტრადიციულად ნიჩბოსნობა. მაგალითად, როგორიცაა აბაშა და საკმაოდ კარგად მიდის საქმე. დღეს უკვე ჩვენ მოვიწვიეთ უკრაინიდან მწვრთნელები, ჩამოყალიბდა ნაკრები, ტექნიკური პირობები.

ჩვენ გვაქვს ჩვენი სპორტული სასტუმრო, სასადილო, დარბაზები. გვაქვს ჩვენი ნავები, კატარღები. ჩვენი ნაკრები აღჭურვილია ყველანაირად. ამ მხრივ არანაირი პრობლემა ჩვენ არ გვაქვს. ბუნებრივია პრობლემები არის იმ კუთხით, რომ ეს სპორტი ჯერჯერობით ისეთი განვითარებული და პოპულარული არ არის საქართველოში, მაგრამ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ვცდილობთ უფრო მეტი ბავშვი ჩავრთოთ, მშობლები, სკოლები“, - გვითხრა კლუბის დამფუძნებელმა ვახტანგ ალანიამ.

მისი თქმით, ბავშვმა რომ საერთაშორისო დონეზე წარმატებას მიაღწიოს და ღირსეული მეტოქეობა გაუწიოს ევროპის ქვეყნების სპორტსმენებს, 10 წელი მაინც სჭირდება მომზადება.

საერთაშორისო დონის შეჯიბრში, სადაც სპორტის ამ სახეობაში კარგად გაწვრთნილი ახალგაზრდები ჰყავს იტალიის, საფრანგეთის, გერმანის, ინგლისის და სხვა დიდი ქვეყნის ნაკრებებს, საქართველო შარშან მე-11 ადგილზე გავიდა, რაც ვახტანგ ალანიას თქმით, 3-4 წლიანი ვარჯიშის ფონზე კარგი შედეგია.

ის ამბობს, რომ იქნება უფრო დიდი გამარჯვებებიც, უბრალოდ საამისოდ ცოტა მეტი დროა საჭირო.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ფოთის
12:23 / 20.08.2019
ფოთის "კოლხეთი 1913-ის" ყოფილ ფეხბურთელებს კლუბმა სახელფასო დავალიანების ნაწილი
ბახმაროში გამართულ
18:08 / 19.08.2019
ბახმაროში გამართულ "ბახმაროს თასი 2019", ზუგდიდის საცხენოსნო კლუბის - "ხარებას"
09:59 / 19.08.2019
"ზუგდიდმა" თბილისის "მერანთან" წააგო. პირველი გოლი შეხვედრის მეორე ნახევარში
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.