სპორტი
ფოთის „კოლხეთი“ მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ფოთის "კოლხეთი 1913" დატოვა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფილიამ. ის, როგორც კლუბის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა. დროებით ამ თანამდებობაზე მისი ასისტენტი, გიორგი კრასოვსკი იმუშავებს.

სოსო ფილია მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წლის აპრილში დაინიშნა. თუმცა ფოთის საფეხბურო გუნდს უფრო ადრეც წვრთიდა.

კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს. კერძოდ, დავალიანება 18 ფეხბურთელის მიმართ. იმის გამო, რომ 5 სპორტსმენის ანაზღაურება 15 ივლისისთვის ვერ დაფარეს, ფედერაციასთან არსებულმა სპორტულ-ტექნიკურმა კომისიამ გუდს ექვსი ქულა ჩამოაკლო. იმ შემთხვევაში, თუ 45 ათას ლარამდე თანხის მობილიზებას თხუთმეტ აგვისტომდე ვერ შეძლებენ, "კოლხეთი" შესაძლოა დაიშალოს.

ფოთის გუნდი ეროვნული ლიგა-2-ში თამაშობს, სადაც ათგუნდიან ჩემპიონატში მერვე ადგილზეა.