„ზუგდიდმა“ თბილისის „მერანს“ მოუგო
ზუგდიდის "ზუგდიდი" ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერ თბილისის "მერანს"
დაუპირისპირდა
და ანგარიშით 1:2 დაამარცხა. პირველი გოლი სტუმრებმა ტაიმის ბოლოს
გაიტანეს. ზუგდიდელებმა ანგარიში შეხვედრის მეორე ნახევარში
გაათანაბრეს. ირაკლი კლიმიაშვილმა წონასწორობა აღადგინა. მალევე
მეტოქის კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად
შეასრულა ბორის მახარაძემ.
"მერანის" შემდეგ, ამხანაგურ მატჩში "ზუგდიდი" სენაკის "ეგრისს" დაუპირისპირდება.
მანამდე ადგილობრივმა გუნდმა ერევნის "ნოასთან" ფრედ ითამაშა. ამასთან, "ზუგდიდმა" წალენჯიხის "სქური" დაამარცხა.
"მერანის" შემდეგ, ამხანაგურ მატჩში "ზუგდიდი" სენაკის "ეგრისს" დაუპირისპირდება.
მანამდე ადგილობრივმა გუნდმა ერევნის "ნოასთან" ფრედ ითამაშა. ამასთან, "ზუგდიდმა" წალენჯიხის "სქური" დაამარცხა.