მარტვილელი კიკბოქსიორი შავი ზღვის თასის გამარჯვებულია
ურეკში, შავი ზღვის თასზე გამართულ შეჯიბრში კიკბოქსინგში,
მარტვილელმა ნიკა
ბაღიშვილმა გაიმარჯვა. ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, ტურნირში
საქართველოს, ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ნაკრები
გუნდები მონაწილეობდნენ, სადაც პირველი ადგილი მოიპოვა მარტვილის
სასპორტო სკოლის უშუს ჯგუფის მოსწავლემ.
ღონისძიება საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
გამარჯვებულები მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
გამარჯვებულები მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.