სპორტი
ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატში სამი ზუგდიდელი გოგო მონაწილეობს
საქართველოს ქვიშის რაგბის ქალთა და მამაკაცთა ნაკრები მოსკოვში ჩავიდა, სადაც ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ქალთა ნაკრებში სამი ზუგდიდელია - მარიამ გუგუჩია, ლიკა პერტაია და ლიკა ხუფენია.

შეჯიბრში 8-8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ისინი ორ ჯგუფში განაწილდებიან. პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართება. ორი საუკეთესო ნაკრები თასის ნახევარფინალში გავა, დანარჩენები კი მე-5 პოზიციისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.

ქალთა ნაკრები ერთ დღეში სამ შეხვედრას გამართავს. პირველს ლატვიასთან, შემდეგ იტალიას დაუპირისპირდება, ჯგუფურ ბოლო მატჩს კი ბელარუსს შეხვდებიან.

ქალთა მეორე ჯგუფში რუსეთის, ესპანეთის, ხორვატიისა და ავსტრიის ნაკრებები თამაშობენ.

ჩემპიონატი 27-28 ივლისს გაიმართება.

ზუგდიდელ მორაგბე გოგოებზე "ლაივპრესმა" მასალა შარშან მოამზადა.