სპორტი
ქვიშის რაგბში ევროპის ჩემპიონატზე, ქალთა ნაკრები მეშვიდე ადგილზე გავიდა
ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეშვიდე ადგილი დაიკავა. მათ ამ პოზიციისთვის შეხვედრა ბელარუსს მოუგეს, ისევე, როგორც ჯგუფური ეტაპის მატჩი.

მეოთხედფინალურ მატჩში მათ დათმეს ესპანეთთან. უფრო ადრე კი ხორვატიასთან შეხვედრა. ქართველი მორაგბეები დამარცხდნენ ასევე ლატვიასთან და იტალიასთან.

საქართველოს ქალ მორაგბეთა ნაკრებში სამი ზუგდიდელი თამაშობდა - მარიამ გუგუჩია, ლიკა პერტაია და ლიკა ხუფენია.

რაც შეეხებათ კაც მორაგბეებს, ისინი ევროპის ვიცე ჩემპიონები გახდნენ. ფინალურ შეხვედრაში მათ რუსეთის ნაკრებთან წააგეს.