საერთაშორისო ფესტივალზე ხუთმა ზუგდიდელმა და-ძმამ მედლები მოიპოვა
საერთაშორისო ფესტივალ "ბათუმი 2019", რვა ზუგდიდელმა მოჭადრაკემ დაიკავა საპრიზო
ადგილი. მათგან ხუთმა ვერცხლის, სამმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აქედან ხუთი და-ძმა ბეჭვაიები არიან. გოგონათა შორის ვერცხლის მფლობელები გახდნენ ეკატერინე, თეკლე ბეჭვაიები და ქრისტინე ბეჭვაიები. მესამე პოზიციაზე გავიდა მაია ბეჭვაია.რაც შეეხებათ ბიჭებს, ვერცხლის პრიზიორები გახდნენ სანდრო მაქაცარია და მამუკა ბოკუჩავა. ბრინჯაოს მფლობელები გახდნენ გრიგოლ ბეჭვაია და ნიკა კემულარია.
"ბეჭვაია ანასტასია და ქეთევანი მეხუთე ადგილას გავიდნენ. ესეც საპრიზო ადგილი იყო. ასევე, ჩემი ბიჭი მწვრთნელი იყო და ისიც დაჯილდოვდა", - გვითხრა მოჭადრაკეების მამამ, ნუგზარ ბეჭვაიამ.
საერთაშორისო ფესტივალში 8, 10, 12, 14 და 20 წლამდე გოგონები და ბიჭები მონაწილეობდნენ.