ქვიშის რაგბში ზუგდიდის ქალთა გუნდი საქართველოს ჩემპიონია
ზუგდიდის გოგონათა გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა ქვიშის რაგბში.
შეჯიბრში
სულ ექვსი გუნდი მონაწილეობდა. მათ ქუთაისის, ბათუმის და თელავის
გუნდები დაამარცხეს. ტურნირი ყოველწლიურია და მასში ადგილობრივი გუნდი
მეორედ მონაწილეობდა.
"არ ვიყავით სრული შემადგენლობით. სამი გოგო რუსეთში იღებდა მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე ქვიშის რაგბში. საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს. აქ ჩვეულებრივ შვიქალა რაგბს ვთამაშობთ. ქვიშის რაგბს არ ვვარჯიშობთ", - უთხრა "ლაივპრესს" ზუგდიდის გოგონათა გუნდის მწვრთნელმა ვახტანგ კორკელიამ.
ქვიშის რაგბში, ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე დღის წინ საქართველოს გოგონათა ნაკრებმა მეშვიდე ადგილი დაიკავა. ბიჭთა ნაკრები საერთაშორისო შეჯიბრის ვიცე ჩემპიონი გახდა.
სამი წლის წინ ზუგდიდში შექმნილ რაგბის გოგონათა კლუბს ამ დრომდე საშინაო შეხვედრები არცერთხელ არ გაუმართავს. მიზეზი გაუმართავი ინფრასტრუქტურაა. ისინი მხოლოდ გასვლით თამაშებს ატარებენ.