ფოთის „კოლხეთმა“ ფეხბურთელებთან შეთანხმებას მიაღწია
ფოთის "კოლხეთი 1913-ის" ყოფილ ფეხბურთელებს კლუბმა სახელფასო
დავალიანების ნაწილი
აუნაზღაურა. სპორტსმენებს და ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება შედგა.
15 აგვისტოსთვის თანხის ნაწილი მათ უკვე მიიღეს, დანარჩენი წლის
ბოლომდე, ეტაპობრივად დაერიცხებათ. საუბარი 18 ფეხბურთელის მიმართ
არსებულ, რამდენიმე თვის დავალიანებას შეეხება.
კლუბის მედიაოფიცერმა გია ეჯიბიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ფეხბურთის ფედერაციას ამ შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გამოუთქვამს. მისივე განმარტებით, მთავარია, რომ სპორტსმენები ხელმძღვანელობის შეთავაზებას დათანხმდნენ და პრობლემაც ნაწილობრივ მოგვარდა. დღეისთვის გუნდის დაშლის საფრთხე, რაზეც უფრო ადრე გია ეჯიბია ჩვენთან საუბრობდა, არ არსებობს.
"კოლხეთი 1913-ის" მედიაოფიცერის ინფორმაციით, თანხები დავალიანების დასაფარად ერთჯერადი დახმარების სახით კერძო სექტორმა გაიღო.
მანამდე "ლაივპრესს" ფოთის მერიაში უთხრეს, რომ მუშაობენ იმისთვის, რათა არ დაუშვან გუნდის დაშლა.
კლუბს ჯერ კიდევ 15 ივლისისთვის უნდა გადაეხადა ხუთი ყოფილი ფეხბურთელის მიმართ დავალიანება, 45 ათას ლარამდე. რადგან ეს თავის დროზე ვერ მოხერხდა, ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე გუნდს სანქციის სახით ექვსი ქულა დააკლეს. დღეისთვის ამ თანხიდან 30 ათას ლარამდე უკვე დაფარულია. მათ შემდეგ კუთვნილი თანხა კიდევ ცამეტმა სპორტსმენმა მოითხოვა. ჯამში რა მოცულობის დავალიანებაზეა საუბარი, გია ეჯიბია ვერ აკონკრეტებს.
გუნდის გულშემატკივრებმა საპროტესტო აქცია ფოთის მერიასთან გასულ თვეში გამართეს. მათ ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდეს, "კოლხეთის" გადასარჩენად იზრუნოს.
კლუბი ფოთის მერიის ბალანსზე არ არის. ფეხბურთის ფედერაციასთან მოქმედებს ფონდი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდს თანხას ურიცხავს.
ფოთის "კოლხეთი 1913" ეროვნული ლიგა 2-ის ათგუნდიან ჩემპიონატში 14 ქულით მეცხრე ადგილზეა.