ზუგდიდელმა სპორტსმენმა მსოფლიო ველორბოლაში მედალი მიიღო
ზუგდიდელმა ველომრბოლელმა მსოფლიოში ცნობილ ველორბოლაში -
პარიზი-ბრესტი-პარიზი,
მედალი მიიღო. როგორც თავად ალექსანდრე გეგეჭკორმა "ლაივპრესს"
განუცხადა, მოცემული დრო იყო 90 საათი 1214 კილომეტრის გასავლელად.
მან ეს მანძილი 89 საათსა და 57 წუთში დაფარა.
"უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ ველოსიპედი ორჯერ გაფუჭდა", - განმარტა მან.
წელს პარიზი-ბრესტის ველორბოლაში მონაწილეობის სურვილი 100 ათასმა მოყვარულმა გამოთქვა, თუმცა მხოლოდ 7 ათასი შეირჩა. მათ შორის ალექსანდრე გეგეჭკორი, რომელმაც შეჯიბრამდე საქართველოში რამდენიმე საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია.
სპორტსმენს მაისურზე ზუგდიდის გერბი ჰქონდა გამოსახული.
ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელ, 1891 წლიდან ტარდება.
ფოტოები ველომრბოლელმა "ლაივპრესს" თავად მოაწოდა.
ალექსანდრე გეგეჭკორზე ჩვენ მასალა რამდენიმე თვის წინ მოვამზადეთ, სადაც ის ველორბოლით დაინტერესებასა და სამომავლო გეგმებზე გვიყვება.
ის პირველი ქართველია, რომელმაც მსოფლიო ველორბოლაში მიიღო მონაწილეობა.