სპორტი
სამი ზუგდიდელი კარატისტი საერთაშორისო შეჯიბრის გამარჯვებულია
ზუგდიდელი კარატისტები თურქეთის ქალაქ რიზეში გამართული შავი და კასპიის ზღვის ქვეყნების ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ. კერძოდ, 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 14-15 წლიანებს შორის ოქროს მედალი ლუკა ფონიავამ მოიპოვა.

პირველი ადგილი დაიკავა მისმა ძმამ, უტა ფონიავამაც, რომელიც 12-13 წლიანებს შორის ასპარეზობდა 40 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

უთხრა "ლაივპრესს"სპორტის განვითარების ცენტრის კარატეს უფროსმა მწვრთნელმა გელა ანთიამ, რომელიც ძმებს წვრთნის.

მისივე ინფორმაციით, ლუკა ფონიავა, როგორც საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრი, გაემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე ჩილეში. შეჯიბრი 23-27 ოქტომბერს გაიმართება.

ჩემპიონატში გაიმარჯვა ასევე ნიკო კონჯარიამ 10-11 წლის სპორტსმენებს შორის, იგივე წონით კატეგორიაში. მას ცეზარ ჯანჯღავა წვრთნის.

შეჯიბრში სულ 1600 სპორტსმენი მონაწილეობდა.