სპორტი
ზუგდიდელი მოჭადრაკე „მაიას თასის“ ვერცხლის პრიზიორია
ზუგდიდის საჭადრაკო სკოლა "ნონას" მოსწავლე ნიკოლოზ შამათავამ ვერცხლის მედალი მოიპოვა თბილისში, საჭადრაკო ფესტივალ "მაიას თასზე". მან ცხრა შესაძლებლობიდან შვიდი ქულა მიიღო. ტურნირი სწრაფი ჭადრაკის ფორმატით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა.

ასევე, ნიკოლოზ შამათავამ მონაწილეობა მიიღო ამავე ფესტივალის ღია ტურნირში, სადაც 4,5 ქულა დააგროვა და ფიდეს რეიტინგში სწრაფ ჭადრაკში 56,6 პუნქტით მოიმატა.

მოჭადრაკეს მადონა ბოკუჩავა წვრთნის.

სპორტსმენი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონია 2017-2018 წლებში.