სპორტი
წალენჯიხელი მოჭადრაკე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
თურქეთის ქალაქ ენეზში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წალენჯიხელმა მოჭადრაკემ პირველი ადგილი დაიკავა. ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, კონსტანტინე შანავამ 9-დან რვა ქულა დააგროვა და ერთი ქულით გაასწრო კონკურენტებს - მასპინძელი ქვეყნის და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს.