სპორტი
„ზუგდიდი“ „სამტრედიასთან“ დამარცხდა
განმუხურის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში "ზუგდიდი" "სამტრედიასთან" დამარცხდა. პირველი გოლი ტაიმის მიწურულს პავიშიჩმა გაიტანა. მეორე გოლი 50-ე წუთზე გავიდა. სტუმრებმა მატჩის საბოლოო ანგარიში 64-ე წუთზე დააფიქსირეს - 0:3.

ზუგდიდელები მორიგი 29-ე ტურის შეხვედრას ფოთის "კოლხეთი 1913-ის" წინააღმდეგ, 6 ოქტომბერს გამართავენ.

გუნდს 25 ქულა აქვს და კვლავ მერვე პოზიციას ინარჩუნებს.