სპორტი
ზუგდიდელმა კარატისტმა მოსკოვში ოქროს მედალი მოიპოვა
ზუგდიდელმა კარატისტმა გოგიტა არქანიამ მოსკოვში გამართულ პრემიერლიგაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული კარატეს ოფიციალური ფეისბუკ გვერდის ინფორმაციით, ეს ერთ-ერთი საკვალიფიკაციო ეტაპია ლიცენზიის მოსაპოვებლად, რომელიც 2020 წელს, ტოკიოში გაიმართება.

ქართველმა სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში ირანელი კარატისტი დაამარცხა.

გოგიტა არქანია პირველი ქართველი კარატისტია, რომელიც ჭKF-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 2014 წელს. ის ასევე არის ევროპული თამაშების და მსოფლიოს პრიზიორი. 

გოგიტა არქანია აფხაზეთიდან დევნილია. სპორტსმენი ზუგდიდში 18 წლამდე ცხოვრობდა.