ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
მაროკოში მიმდინარე მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე -57კგ წონითი
კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა იაპონელი
კანაკო ჰაკამატა დაამარცხა. ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია
ავრცელებს. ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია,
რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.