სპორტი
ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს აბაშელი სპორტსმენი გამოვა
ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დღეს აბაშელი სპორტსმენი იასპარეზებს. მარიამ ჭანტურია ტატამზე 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვა.

მარიამ ჭანტურიამ მიმდინარე წლის სექტემბერში, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მაროკოში ჩემპიონატი 16 ოქტომბერს დაიწყო და 20 ოქტომბერს დასრულდება.

ტურნირზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ის პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.