სპორტი
„ზუგდიდმა“ ქობულეთის „შუქურა“ დაამარცხა
"ზუგდიდმა" განმუხურის სტადიონზე ქობულეთის "შუქურა" მიიღო. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. პირველი გოლი ბორის მახარაძემ გაიტანა, მეორე კი ლუქმან გილმორემ.

ამ მოგებით გუნდმა "გურია" 6 ქულით, "ცხინვალი" კი 3 ქულით ჩამოიტოვა. ოთხამდე შემცირდა სხვაობა "გაგრასთან".

"ზუგდიდი" 34 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.

მომდევნო ტურის მატჩს ზუგდიდელები საკუთარ სტადიონზე, უკვე "ცხინვალის" წინააღმდეგ გამართავენ.