სპორტი
ხობელი მკლავჭიდელი მსოფლიო ჩემპიონია [ვიდეო]
რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში, ხობელმა სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს.

კერძოდ, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა საბა ლატარია. მან ფინალურ დაპირისპირებაში ყაზახეთის წარმომადგენელი დაამარცხა.

რაც შეეხება საბა დანელიას, რომელიც 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.