სპორტი
აბაშელი ძიუდოისტი რუსეთში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას
პირველ-სამ ნოემბერს, რუსეთის ქალაქ იჟევსკში გაიმართება ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი, 23 წლამდელთა შორის. შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს აბაშელი მარიამ ჭანტურია, რომელიც 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვა.

საქართველოდან სულ რვა ქართველი იასპარეზებს. მათ შორის, მარიამ ჭანტურიას გარდა, კიდევ ორი ქალი - მსოფლიო ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი და სოფიო სომხიშვილი.

მარიამ ჭანტურია ევროპის ღია პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია. ძიუდოისტმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 2017 წელს ოქროს მედალიც მოიპოვა, 2016 წელს კი ახალგაზრდებს შორის ბრინჯაო ევროპის პირველობაზე.