სპორტი
„ზუგდიდმა“ „ცხინვალი“ დაამარცხა
"ზუგდიდმა" განმუხურის სტადიონზე "ცხინვალს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. შეხვედრის პირველი გოლი პენალტით ლუკა გუგუჩიამ გაიტანა. მანვე გაიტანა მეორე გოლი და დუბლი გაიფორმა. მესამე გოლი ნიკოლოზ ხუნჯგურუას ანგარიშზეა.

მომდევო, 34-ე ტურის მატჩს ზუგდიდელები 8 ნოემბერს ლანჩხუთში, ადგილობრივ "გურიასთან" გამართავენ.

"ზუგდიდს" 37 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციას ინარჩუნებს.