სპორტი
ზუგდიდელმა ძალოსნებმა საქართველოს პირველობაზე საპრიზო ადგილები დაიკავეს
საჩხერეში მიმდინარე 15 წლამდე ძალოსანთა პირად-გუნდურ ჩემპიონატზე საპრიზო ადგილები ზუგდიდელმა სპორტსმენებმა დაიკავეს.

37 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დიმიტრი აბრალავამ მეორე, ლევან იარდავამ კი მესამე პოზიცია დაიკავა.

შეჯიბრში საქართველოს 15 გუნდის 135 ძალოსანი მონაწილეობს. ჩემპიონატი 3 დღეს გაგრძელდება.