სპორტი
ზუგდიდელი ძალოსანი საქართველოს ჩემპიონია
საჩხერეში მიმდინარე 15 წლამდე ძალოსანთა პირად-გუნდურ ჩემპიონატზე ზუგდიდელმა გოგა ჯაჯვანმა პირველი ადგილი დაიკავა. სპორტსმენი 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ძალოსანმა 60/73/133 კგ სიმძიმე დაძლია.

ამავე შეჯიბრზე მეორე ადგილი დაიკავა ნათია გადელიამ. კიდევ ორი ზუგდიდელი კი ვერცხლის და ბრინჯაოს სინჯის მედლის მფლობელი გახდა.