სპორტი
ზუგდიდელმა ძალოსანმა ქვეყნის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა
საჩხერეში მიმდინარე 15 წლამდე საქართველოს ძალოსანთა პირად-გუნდურ პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა ზუგდიდელმა სპორტსმენმა. 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა ნიკოლოზ ესართია.

ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მან 98/123/221 სიმძიმე დაძლია და საქართველოს რეკორდებიც დაამყარა.

ნიკოლოზ ესართიამ ატაცსა და აკვრაში თითო-თითო, ორჭიდში კი 2 კილოგრამით გაზარდა სარეკორდო მაჩვენებელი.

ამავე შეჯიბრზე ოქროსვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს სხვა ზუგდიდელმა სპორტსმენებმაც.