სპორტი
ზუგდიდელმა ძალოსანმა ქვეყნის პირველობაზე ცხრა რეკორდი დაამყარა
საჩხერეში მიმდინარე 15 წლამდე ძალოსანთა პირად-გუნდურ ჩემპიონატზე ოქროს მედალი კიდევ ერთმა ზუგდიდელმა მოიპოვა. 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გუარმ ვეკუამ პირველი ადგილი დაიკავა. ამას გარდა, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს 9 რეკორდის დამყარებაც შეძლო.

სპორტსმენმა 120/146/266 დაძლია. ვეკუამ საქართველოს რეკორდი ატაცი 17, აკვრა 19, ხოლო ორჭიდი 36 კილოგრამით გააუმჯობესა.

მესამე ადგილის მფლობელი ასევე ზუგდიდელი, დავით ლუკავა გახდა. ძალოსანმა 67/80/147 დაძლია.

ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს სინჯის მედლები სხვა ზუგდიდელმა ძალოსნებმაც მოიპოვეს.