სპორტი
„ზუგდიდმა“ „გურიას“ მოუგო
საფეხბურთო კლუბმა "ზუგდიდი", გასვლით შეხვედრაში ლანჩხუთის "გურია" დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ლუკა გუგუჩიამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით, 50-ე წუთზე გაიტანა.

"ზუგდიდს" 40 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციაზეა. გუნდი ცხრაქულიანი უპირატესობით უსწრებს "ცხინვალს", "გაგრას" კი ერთი ქულით ჩამორჩება.