სპორტი
ზუგდიდელი სამბისტი მსფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
კორეაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ზუგდიდელმა სამბისტმა ბრინჯაოს მედალი მოიპვა. ბექა ბერულავამ 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მონღოლი სამბისტი დაამარცხა.

სპორტსმენმა მიმდინარე წლის ივნისში, მინსკში გამართულ ევროპულ თამაშებში მესამე ადგილი დაიკავა.

საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 11 მედალი მოიპოვა - ერთი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს სინჯის მედალი.