ზუგდიდელმა კარატისტმა საერთაშორისო შეჯიბრზე ვერცხლის მედლები მოიპოვა
აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაზე, ზუგდიდელმა
კარატისტმა ილია
გაბრავამ ორ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ამდენივე ვერცხლის მედალი
მოიპოვა.
მისმა მწვრთნელმა ცეზარ ჯანჯღავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ილია საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იყო ტურნირზე, სადაც დამოუკიდებლად, მშობლებთან ერთად გაემგზავრა.

შედეგად, ვერცხლის მედლებთან ერთად, ფულადი პრიზიც დაიმსახურა. ეს პრიზი სპორტსმენის გარდა, მის მწვრთნელსაც გადაეცა.
დეკემბრის ბოლოს, თბილისში საერთაშორისო ტურნირია დაგეგმილი, სადაც ილია, სხვა ზუგდიდელ კარატისტებთან ერთად გაეგზავრება.
ილია გაბრავა არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. 2018 წელს ის თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე შოტოკან კარატეში ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე, ილია გახდა ევროპის ჩემპიონიც ქალაქ ვარნაში მიმდინარე შეჯიბრზე.