ზუგდიდელმა ძალოსანმა ოთხი რეკორდი დაამყარა
ისრაელის ქალაქ ეილატში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის
ჩემპიონატზე, ზუგდიდელმა ნიკოლოზ ესართიამ
საქართველოს 3 და ევროპის 1 რეკორდი დაამყარა. ძალოსნობის ეროვნული
ფედერაციის ინფორმაციით, სპორტსმენი, რომელსაც ევროპირველობაზე
დებიუტი ჰქონდა, მის წონით კატეგორიაში ყველაზე პატარა მონაწილე
იყო.
ძალოსანმა ატაცში 94/99 კილოგრამი დაძლია და მე-11 ადგილი დაიკავა. აკვრაში მან 122/127 კილოგრამი ასწია, რაც ევროპის რეკორდს 1 კილოგრამით აღემატებოდა. ორჭიდის ჯამში კი 226 კილოგრამი დაუგროვდა და მე-9 ადგილზე გავიდა.
რაც შეეხება საქართველოს რეკორდებს. ნიკოლოზ ესართიამ ატაცში 1, აკვრაში 4, ორჭიდში კი 5 კილოგრამით გააუმჯობესა მის მიერვე, საჩხერეში დამყარებული რეკორდები.
ევროპირველობაზე, მომდევნო დღეებში კიდევ სამი ზუგდიდელი ძალოსანი გამოვა.