ზუგდიდელი ძალოსანი ევროპის ჩემპიონია
ზუგდიდელმა ძალოსანმა ისრაელის ქალაქ ეილატში მიმდინარე ჭაბუკ
ძალოსანთა
ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა. 96 კილოგრამ წონით
კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ატაცში 118/122/126 კილოგრამი
დაძლია. ძალოსანმა შტანგის ხელმემეორედ აწევისას საქართველოს რეკორდი
2, ხოლო ევროპის 1 კილოგრამით გაზარდა. მესამე ჯერზე კი ევროპის
რეკორდი 5 კილოგრამით გააუმჯობესა.
გურამ ვეკუამ აკვრაში144/148/151 დაძლია და აქაც ოქროს მედალი მოიპოვა. ძალოსანმა თითოეულ გამოსვლაზე ევროპის რეკორდი დაამყარა და ორჭიდის ჯამში მოგროვებული 277 კილოგრამითაც ოქროსმედალოსანი გახდა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ზუგდიდელ მანუჩარ გოგოხიას, მან ატაცში 131/135/139 კილოგრამი დაძლია და მეხუთე ადგილი დაიკავა. აკვრაში ძალოსანმა 159/163 კილოგრამი აწია და მე-6 პოზიციაზე გავიდა. ორჭიდის ჯამში მოგროვილი 302 კილოგრამით სპორტსმენმა შეჯიბრი მეექვსე ადგილზე დაასრულა.
ამავე შეჯიბრზე ნათია გადელიამ მეხუთე ადგილი დაიკავა, ნიკოლოზ ესართიამ კი ოთხი რეკორდი დაამყარა.
ამით, ზუგდიდელმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს.