სპორტი
ზუგდიდელი სპორტსმენები საქართველოს თასის პრიზიორები გახდნენ
დასრულდა 2019 წლის ძალოსნობის დასკვნითი შეჯიბრი - საქართველოს თასი და კახი კახიაშვილის სახელობის 23-ე საერთაშორისო ტურნირი. გამარჯვებულ პრიზიორები საქართველოს თასზე პირად-გუნდურ შეჯიბრში გამოვლინდნენ, კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირზე კი სინკლერის სპეციალური ცხრილით. პრიზიორებს შორის არიან ზუგდიდელი სპორტსმენებიც.

კერძოდ, საქართველოს თასის გამარჯვებული 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა გოგა ჩხეიძე. 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში გუარმ ვეკუა მესამე ადგილის მფლობელია.

109 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი გიორგი ჩხეიძემ დაიკავა.

რაც შეეხება კახი კახიშვილის ტურნირს, გიორგი ჩხეიძე სინკლერის სპეციალური ცხრილით მესამე პოზიციაზეა. ქალებს შორის ნათია გადელია კი მეორე ადგილზე გავიდა.