სპორტი
"დინამო" ზუგდიდი ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა
საფეხბურთო კლუბი "დინამო" ზუგდიდი ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა. კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდა და სოსო ქარდავა, თორნიკე ჯიმშელეიშვილი, დიმიტრი მიქავა და კარლო ჯიქიძე თამაშს სხვა გუნდებში განაგრძობენ.

უახლოეს პერიოდში შემადგენლობის გაძლიერება გამოცდილი სპორტსმენებით იგეგმება. ცვლილება არ შეხებია სამწვრთნელო შტაბს. გუნდს კვლავ მთავარი მწვრთნელი, კახა გოგიჩაიშვილი უხელმძღვანელებს.

ზუგდიდელები შეკრებას მომავალი კვირიდან დაიწყებენ. ახალი სეზონიდან შეცვლილი სახელწოდებით - ზუგდიდის "ზუგდიდის" ნაცვლად, "დინამო" ზუგდიდით იასპარეზებენ. ამასთან, კლუბის ლოგო კორექტირებული, მრგვალი ფორმის იქნება.

თავდაპირველად ზუგდიდელები თბილისში, თენგიზ სულაქველიძის სპორტულ აკადემიაში შეიკრიბებიან, რის შემდეგაც თურქეთის ქალაქ ანტალიაში გადაინაცვლებენ.

იგეგმება ასევე ამხანაგური თამაშების ჩატარებაც.