სპორტი
ხობელი მოჭიდავე და მესტიელი ძიუდოისტი წლის სპორტსმენები გახდნენ
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა. პირველად ქართული სპორტის ისტორიაში ჩვენს ქვეყანას 2019 წელს ოლიმპიურ სახეობებში ექვსი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავდა. შესაბამისად, ყველანი წლის სპორტსმენები გახდნენ.

მათ შორის არის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ხობელი ნუგზარ წურწუმია და მესტიელი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი.

წლის სპორტსმენები ასევე გახდნენ - ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ბექა ლომთაძე, და ლაშა გობაძე.

დაჯილდოვების ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.