სპორტი
ზუგდიდელმა კარატისტმა საერთაშორისო შეჯიბრზე ოქროს მედალი მოიპოვა
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც კარატეში მიმდინარეობს, ზუგდიდელმა ილია გაბრავამ ოქროს მედალი მოიპოვა. მისმა მთავარმა მწვრთნელმა ცეზარ ჯანჯღავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ სპორტსმენმა აზერბაიჯანელი, ირანელი და უკრაინელი კარატისტები დაამარცხა. მან 25 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა.

შეჯიბრში სულ ათამდე ქვეყანა მონაწილეობს.

ილია გაბრავა არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. 2018 წელს ის თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე შოტოკან კარატეში ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე, ილია გახდა ევროპის ჩემპიონიც ქალაქ ვარნაში მიმდინარე შეჯიბრზე.