სპორტი
მესტიელი მსოფლიო ჩემპიონი, ქამრის დასაცავად ბრძოლას გამართავს
ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი პროფესიოონალუ კრივში, მესტიელი ლაშა გურგულიანი მსოფლიო ქამრის დასაცავდ ბრძოლას გამართავს. ის თბილისში, ვერის კალათბურთის სასახლეში მექსიკელ სპორტსმენს, ლათინური ამერიკის ქვეყნების ყოფილ ჩემპიონს, ედგარ ორტეგას დაუპირისპირდება.

ამას გარდა, გაიმართება სარეიტინგო ბრძოლები.

შეჯიბრი 26 იანვარს, 16:00 საათზე დაიწყება.

ლაშა გურგულიანი მსოფლიო ჩემპიონი შარშან გახდა. მოკრივემ, ეგვიპტეში გამართულ შეჯიბრში ბერძენი სპორტსმენი, ანდრეას ვალავანისი დაამარცხა.