სპორტი
ზუგდიდელმა კარატისტმა ბაქოში ოქროს მედალი მოიპოვა
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, ზუგდიდელი საბა მანია ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მისმა მწვრთნელმა, გელა ანთიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ სპორტსმენმა აზერბაიჯანელი და რუსი სპორტსმენები დაამარცხა, ფინალში კი თურქს მოუგო.

საბა მანიამ 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა, 16-17 წლის ასაკობრივ ჭრილში.

ოქროს მედალი მოიპოვა ამავე შეჯიბრზე ილია გაბრავამაც.

საბა მანია კარატეში მსოფლიო ჩემპიონია. ასევე ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული. არის არაერთი საერთაშორისო ღონისძიების ოქროს მედალოსანი.