სპორტი
მესტიელი მოკრივე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია [ვიდეო]
მესტიელი მოკრივე ლაშა გურგულიანი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახდა. თბილისში, ვერის კალათბურთის სასახლეში, 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზემ, მექსიკელი სპორტსმენი, ლათინური ამერიკის ქვეყნების ყოფილი ჩემპიონი, ედგარ ორტეგა დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ლაშა გურგულიანმა ქამარი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

ის მსოფლიო ჩემპიონი შარშანაც გახდა. მოკრივემ, ეგვიპტეში გამართულ შეჯიბრში ბერძენ ანდრეას ვალავანისს მოუგო.