სამი ზუგდიდელი, საქართველოს საუკეთესო ძალოსნად დაასახელეს
22:38 / 26.01.2020
საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ, 2019 წლის საუკეთესო
სპორტსმენები, მწვრთნელები, ექიმები და მსაჯი გამოავლინა. ქვეყნის
საუკეთესო ძალოსნად ექვსი სპორტსმენი დასახელდა. მათ შორის სამი
ზუგდიდელია: ირაკლი ჩხეიძე, გურამ ვეკუა და ნათია გადელია.

საქართველოს საუკეთესო ძალოსნები გახდნენ ასევე ლაშა ტალახაძე, ანტონ პლესნოი და გურამ გიორბელიძე.
ისინი ფედერაციამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამოავლინა.

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების ჯილდო გადასცეს ზუგდიდელი ძალოსნების მწვრთნელს, ბეჟან ჭიჭინაძეს.

ჯილდო გადაეცა ფედერაციის განმარტებით, საქართველოს სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს - გოჩა ჩიქოვანს, რომელიც ზუგდიდის მერიის ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის" დირექტორია.