სპორტი
ზუგდიდელი კარატისტი საფრანგეთში გამართული საერთაშორისო შეჯიბრის გამარჯვებულია
საფრანგეთში, ქალაქ პარიზში გამართულ პრემიერ ლიგაზე, ზუგდიდელმა გოგიტა არქანიამ პირველი ადგილი მოიპოვა და ოქროს მედალს დაეუფლა.

კარატისტმა, +84 კგ წონით კატეგორიაში ფრანგი ჟაკ დენილსონი დაამარცხა.

გოგიტა არქანია მსოფლიო ჩემპიონია. ასევე, ევროპული თამაშების და მსოფლიოს პრიზიორი.

სპორტსმენი აფხაზეთიდან დევნილია. ის ზუგდიდში 18 წლამდე ცხოვრობდა.